Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით კიდევ ერთი იმიტირებული სასამართლო სხდომა გაიმართა

28-05-2015
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით კიდევ ერთი იმიტირებული სასამართლო სხდომა გაიმართა

2015 წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ბათუმის ლოკალური ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეზე - „საქართველოს სახელმწიფო ნიკა მაჭარაშვილის წინააღმდეგ“. იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ოთხივე კურსის სტუდენტები. მონაწილეების შერჩევა მოხდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მონაწილეები შეირჩნენ შევსებული აპლიკაციების შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე კი გასაუბრების საშუალებით. ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის საქმეზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი) საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ბრალდებული ნიკა მაჭარაშვილი გათავისუფლებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სხდომის დასრულების შემდგომ გამარჯვებული მხარე და მონაწილეები სერთიფიკატებით დააჯილდოვა ელსა ბათუმის წარმომადგენელმა თამარ ფუტკარაძემ.

 

იხ. ბმული:

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია