Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადება.

29-10-2015
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო სამოქალაქო დავა - მოსარჩელეები:  ჯემალ, ფატი და არჩილ სურმანიძეები, მოპასუხეების: ომარ, ვალერი და ვეფხვია სურამანიძეების წინააღმდეგ.  მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა - სასმელი წყლით სარგებლობის ხელისშეშლის აღკვეთა, უფლების აღიარება.  

აღნიშნულ საქმეზე  ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა 2015 წლის  28 ოქტომბერს 10:55 საათზე, სადაც გამოცხადდა გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.

 სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები ძალაშია და არ არის ამოწურული სამართლებრივი მექანიზმები. 

სასამართლო მოუწოდებს მხარეებს დარჩნენ  სამართლებრივ სივრცეში და თავი შეიკავონ მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან.   ბათუმის საქალაქო სასამართლო  გმობს სოციალურ ქსელში მოსამართლის მიმართ   გაჟღერებულ  მუქარისა და ზეწოლის  შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის  განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ  ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღია და საჯარო იყო, ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა (ადგილზე დათვალიერება). სასამართლოში საქმისწარმოება  შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება. 

ამასთან სასამართლო მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია