Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სტუდენტების ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

03-11-2015
სტუდენტების ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

2015 წლის 03 ნოემბერს  ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსელებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები სისხლის სამართლის პროცესს დაესწრნენ, ხოლო პროცესის შემდგომ მათ ლექცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა დავით მამისეიშვილმა წაუკითხა.

ლექციის შემდგომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა ივერი აბაშიძემ სტუდენტებს  დაათვალიერებინა სასამართლოს შენობა, ნაფიც მსაჯულთა სხდომისა და სათათბირო  დარბაზები, ასევე გააცნო თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა ბატონებმა ადამ მახარაძემ და მურმან გორგოშაძემ მსგავსი შეხვედრების სურვილი სამომავლოდაც გამოთქვეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია