Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

14-03-2016
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

2016 წლის 14 მარტს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვა კ. ნ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მერიისა და შპს ,,შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის’’ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მოპასუხეთა დავალდებულების თაობაზე ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივისათვის თანაბარი ფასის დაწესებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირებისათვის;

     საქმის მასალების მიხედვით 2015 წლის 11 ივლისს  მოსარჩელე კ. ნ-სათვის, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბათუმის დელფინარიუმში ვიზიტისას, ცნობილი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინიციის ფაქტის შესახებ, კერძოდ: ბათუმის დელფინარიუმში, რომელიც ეკუთვნის ბათუმის მერიას, დელფინებთან ინტერაქტივის მსურველები კატეგორიებად არიან დაყოფილები, კერძოდ: დელფინებთან ინტერაქტივი 16 წლის ასაკიდან მსურველებისათის ღირს 150(ასორმოცდაათი) ლარი, ხოლო იგივე მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განსაზღვრულია 160(ასსამოცი) ლარით.

აღნიშნულის გამო მოსარჩელე კ. ნ-მ მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და აღმოფხვრის მოთხოვნით.

სასამართლომ დაადგინა:

1. დადასტურდეს დისკრიმინაციის ფაქტი და კ. ნ-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2. დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად ქალაქ ბათუმის მერიას და შპს ,,შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრს’’ დაევალოთ ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივისათის თანაბარი ფასის დაწესება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირებისათვის.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია