Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ _ მ. მ-ის მიმართ;

10-05-2016
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ _ მ. მ-ის მიმართ;

2016 წლის 05 მაისს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ _ მ. მ-ის მიმართ; 

საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულ მ. მ-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის: 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით,  109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ასევე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით, ასევე, დამამძიებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით);

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდებული  მ. მ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 (ოცი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა  და საბოლოოდ მ. მ-სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 25 (ოცდახუთი) წლის ვადით.

მ. მ სასჯელის მოხდის და იძულებითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდეს აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი); გამოჯანმრთელებამდე, ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანვე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მსჯავრდებულ მ. მ-სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების  დღიდან - 2015 წლის 03 სექტემბრიდან.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია