Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2016 წლის 17 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვა ჯაბა ანანიძის, ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძისა და ნინო ხელაძის სარჩელისა გამო მოპასუხე - შპს ”ტელეარხი 25”-ის მიმართ

18-05-2016
2016 წლის 17 მაისს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვა ჯაბა ანანიძის, ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძისა და ნინო ხელაძის სარჩელისა გამო მოპასუხე - შპს ”ტელეარხი 25”-ის მიმართ

2016 წლის 17 მაისს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვა ჯაბა ანანიძის, ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძისა და ნინო ხელაძის სარჩელისა გამო მოპასუხე - შპს ”ტელეარხი 25”-ის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, მიუღებელი ხელფასის და ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

სასამართლომ  დაადგინა;

1.ჯაბა ანანიძის, ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძის და ნინო ხელაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2.გაუქმდეს შპს ,,ტელეარხი 25“-ის დირექტორის 2016 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება (ბრძანება) ჯაბა ანანიძის, ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძის და ნინო ხელაძის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

3.მაია მერკვილაძე აღდგენილი იქნას შპს ,,ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე იძულებითი განაცდური თვეში 1112 ლარი.

4.ირმა ზოიძე აღდგენილი იქნას შპს ,,ტელეარხი 25“-ის გადაცემა ,,დიალოგის“ პროდიუსერის  თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე იძულებითი განაცდური თვეში 380 ლარი.

5.ნინო ხელაძე აღდგენილი იქნას შპს ,,ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე იძულებითი განაცდური თვეში 700 ლარი.

6.ჯაბა ანანიძე აღდგენილი იქნას შპს ,,ტელეარხი 25“-ის გადაცემა ,,დიალოგის“ წამყავანის და  ჟურნალისტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე იძულებითი განაცდური თვეში 700 ლარი.

7.შპს ,,ტელეარხი 25“-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკიროს დაყოვნებული ხელფასის 0.07 %-ის გადახდა 2016 წლის 1 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

8.შპს ,,ტელეარხი 25“-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკიროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია