Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმე გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე კვლავ დაიკითხა.

23-08-2016
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმე გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე კვლავ დაიკითხა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხორციელდა გამოძიების ეტაპზე მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვა. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  181-ე მუხლის       მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქ/პუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. 2016 წლის 22 აგვისტოს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე შუამდგომლობით მომართა სასამართლოს გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობის დასაბუთება აგებული იყო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწმე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიის  ფარგლებს. სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოწმე მოსამართლის წინაშე მხარეთა მონაწილეობით დახურულ სხდომაზე დაიკითხა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია