Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვა

19-09-2016
2016 წლის 19 სექტემბერს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვა

2016 წლის 19 სექტემბერს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვა ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ს, ბ. ი.-სა და თ. ხ-ს წარმომადგენლის თამთა მიქელაძის სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ა. ყ.-ის, ჟ. რ.-სა და ზ. რ.ის - მიმართ დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრისა  და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

სასამართლოს გადაწყვეტილებით  ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის,  კ. კ-ს, ბ. ი.-სა და თ. ხ-ს  სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს - ა. ყ.-ის, ჟ. რ.-სა და ზ. რ. -ს  დაევალა ქ. ქობულეთში, ლ.-ის ქ №-ში მდებარე მოსარჩელე ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მ-ი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა. ასევე მოპასუხეებს  ა. ყ.-ის, ჟ. რ.-სა და ზ. რ.ის დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

სხვა ნაწილში ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ს, ბ. ი.-სა და თ. ხ-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32),  დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში,  სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია