Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ადმინისტრაციული სამართლის საქმის განხილვა

20-09-2016
2016 წლის 19 სექტემბერს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ადმინისტრაციული სამართლის საქმის განხილვა

           2016 წლის 19 სექტემბერს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ადმინისტრაციული სამართლის საქმის განხილვა არმაზ ახვლედიანის სარჩელისა გამო მოპასუხე -  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მესამე პირის შპს ,,აჭარის ს.-ო კ.-ი“-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის N28 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა) თაობაზე;

სასამართლოს გადაწყვეტილებით არმაზ ახვლედიანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივლისის N28 განკარგულების მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ქ. ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის (გზის) ცენტრალურ ნაწილის სკვერში მდებარე სარეკლამო ფარის გამოყენების აკრძალვის ნაწილში;

              მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოსარჩელე არმაზ ახვლედიანის სასარგებლოდ გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, - 50 ლარის ოდენობით;

              გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით;

 

              გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯით, იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნებული იყო ნორმატიული აქტი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია