Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქ. ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

17-03-2017
ქ. ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

2017 წლის 17 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ქ. ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე ხუთ პირს - კახა მ.-ს, მინდია ბ.-ს, გიორგი ბ.-ს, გენადი მ.-ს და ლაშა დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, კახა მ.-ს, მინდია ბ.-ს, გიორგი ბ.-ს, გენადი მ.-ს და ლაშა დ.-ს  ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, ასევე პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და მათი ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათი და საშიშროება და მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებისათვის.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 08 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.   

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია