Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2017 წლის 11-12 მარტს, ქ. ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მონაწილე ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

20-03-2017
2017 წლის 11-12 მარტს, ქ. ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მონაწილე ცხრა პირს   აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

2017 წლის 19 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ქ. ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე ცხრა პირს - შოთა გ.-ს, მურმან კ.-ს, მერაბ მ.-ს, მანუჩარ ფ.-ს, ზაზა გ.-ს, რევაზ ქ.-ს, აკაკი კ.-ს, რამაზ დ.-ს და  გიორგი გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, შოთა გ.-ს, მურმან კ.-ს, მერაბ მ.-ს, მანუჩარ ფ.-ს, ზაზა გ.-ს, რევაზ ქ.-ს, აკაკი კ.-ს, რამაზ დ.-ს და გიორგი გ.-ს  ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, ასევე პოლიციელზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, ხოლო მერაბ მ.-ს დამატებით ბრალად ედება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას მხედველობაში მიიღო ბრალად წარდგენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები, მათი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, ასევე დანაშაულის შესაძლო გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკები და მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებისათვის.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 08  მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.  

 

განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია