Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

26-04-2017
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

2017 წლის 25 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს - მერაბი ღ.-ს, და ირაკლი ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება ქ. ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს. წარდგენილი ბრალის თანახმად, მერაბი ღ.-ს, და ირაკლი ჩ.-ს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას მხედველობაში მიიღო ბრალად წარდგენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები, მათი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, ასევე დანაშაულის შესაძლო გაგრძელების და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკები და მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებისათვის.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 20 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.  

 

განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია