Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

განცხადება.

18-07-2017
განცხადება.

 ,,საჯარო სამსახურის შესახებ"  საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად ვაცხადებთ ვაკანსიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

ფუნქციები:

- ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გასამართ სასამართლო სხდომათა მომზადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;

- ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთათვის ნაფიც მსაჯულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;  

- ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთათვის კითხვარების გადაცემის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;  

- ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;

- სასამართლოში შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა. 

საკონკურსო თემატიკა: 

საქართველოს კონსტიტუცია;

 ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; 

) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი”;

) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”;

) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

) „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

) „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება;

) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება  (იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე tcc.gov.ge).

 

დამატებითი მოთხოვნები: 
- აუცილებელია შესაბამის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
- აუცილებელია სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel) ცოდნა. 
 - ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; 
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; 
- გუნდური მუშაობის უნარი; 
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;  
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანცელარიაში, 
განაცხადების წარდგენის ვადაა 2 სამუშაო დღე 2017 წლის 19 და 20 ივლისი (18 საათამდე).

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია