Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

განცხადება ვაკანსიაზე.

18-07-2017

,,საჯარო სამსახურის შესახებ"  საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად ვაცხადებთ ვაკანსიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

ფუნქციები:
- სასამართლოში შემოსული მასალის ფორმალური გამართულობის შემოწმება; 
- სასამართლოში შემოსული სარჩელების და სხვა მასალის ელექტრონული რეგისტრაცია და დასკანირება; 
- რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; 
- სასამართლოში შემოსული მასალის შესაბამის თანამდებობის პირებისთვის განაწილება და გადაცემა; 
- სასამართლოში შემოსული მასალისთვის შესაბამისი ნომრის მინიჭება; 
- სასამართლოში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება; 
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა; 
- საქმის მასალების აღრიცხვა-რეგისტრაცია.
საკონკურსო თემატიკა

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული  საპროცესო კანონმდებლობა;

გ)„საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;  

დ)"რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულება;

ე)საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის N414  ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ’’

ვ)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება (იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე tcc.gov.ge);

ზ)"საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი.

დამატებითი მოთხოვნები
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სასურველია სამუშაო გამოცდილება;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint);
დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

- ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; 
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; 
- გუნდური მუშაობის უნარი; 
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი; 
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანცელარიაში, 
განაცხადების წარდგენის ვადაა 2 სამუშაო დღე 2017 წლის 19 და 20 ივლისი (18 საათამდე).
 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია