Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

განზრახი მკვლელობისათვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

01-03-2018
განზრახი მკვლელობისათვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

2018 წლის 01 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ სოსო დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  

სოსო დ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის          109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით. 

სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია სოსო .-ს მხრიდან ბრალად შერაცხული     ქმედების ჩადენა და განზრახი მკვლელობისათვის ბრალდებულ სოსო დ.-ს სასჯელის         სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია