Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

25-03-2018
სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

2018 წლის 25 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს - გიორგი მ.-ს და ფათიჰ ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება 2017 წლის 24 ნოემბერს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს, რა დროსაც ხანძრის შედეგად გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო გამოწვეული ინტოქსიკაციით 11 პირი გარდაიცვალა, ხოლო სასტუმროში მყოფმა 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი მ.-ს, და ფათიჰ ი.-ს ბრალად ედებათ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას მხედველობაში მიიღო ბრალად წარდგენილი ქმედების სიმძიმე, ასევე ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის შესაძლო გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკები და მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებისათვის.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 16 მაისს, 14:30 საათზე გაიმართება. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია