Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ოჯახში ძალადობისათვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

01-05-2018
ოჯახში ძალადობისათვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

2018 წლის 01 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულის მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 03 იანვარს, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ  სახლში სრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მოქმედ ადვოკატს, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა  არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ  ცნო, ხოლო დაზარალებულმა ადვოკატმა და სრულწლოვანმა შვილებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.   

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ქალბატონმა, რომელიც მოქმედი ადვოკატია და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი და იგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ     ცნო.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია