Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

10-01-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე  გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

2013 წლის 8 იანვარს, ბათუმის  საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის  საქმის განხილვა ბრალდებულ ა. მ-ს მიმართ შპს ”მეგაკოს” კუთვნილი ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების  ფაქტზე.

საქმის მასალების მიხედვით: ა.მ-მ, რომელიც მუშაობდა შპს „მეგაკოში“ დისტრიბუტორის თანამდებობაზე, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, შპს „მეგაკოს“ კუთვნილი 3 349.90 ლარის ღირებულების საქონელი და 6 625.9 ლარი, რამაც საზოგადოებისათვის 9 975.8 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულ ა.მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია