Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ადვოკატების ვიზიტი სასამართლოში

28-06-2018
ადვოკატების ვიზიტი სასამართლოში

2018 წლის 28 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ისრაელის სახელმწიფოს 30 მოქმედ ადვოკატს უმასპინძლა. ადვოკატებს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვიოლეტა ფორჩხიძე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლევან გელოვანი შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სასამართლოში შემოსულ საქმეთა რაოდენობის და მათი განაწილების შესახებ,  მოსამართლეთა რაოდენობის და მოსამართლედ გამწესების პროცედურებთან დაკავშირებით.

ადვოკატებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის დარბაზი, სასადილო და სათათბირო ოთახი, აპარატის და მოსამართლეთა სამუშაო კაბინეტები. სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია კეთილმოწყობილმა სამუშაო გარემომ, მართლმსაჯულების სისტემაში განვითარებულმა სიახლეებმა, საქმისწარმოების ელექტრონულმა პროგრამამ, საქმეთა განაწილების ელექტრონულმა სისტემამ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა სხდომის დარბაზებმა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია