Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სტუდენტების ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

11-10-2018
სტუდენტების ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

 

2018 წლის 10 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრა „ინსტიტუციური ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. სტუდენტებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქალბატონი ვიოლეტა ფორჩხიძე შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა პროცესუალური საკითხების გარდა სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება, დასვეს კითხვები სასამართლო სხდომის მიმდინარეობის, პროცესში მონაწილე მხარეთა როლების, მათი უფლებების შესახებ, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია