Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოს უზბეკეთის დელეგაცია სტუმრობდა

15-10-2018
ბათუმის საქალაქო სასამართლოს უზბეკეთის დელეგაცია სტუმრობდა

2018 წლის 13 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის რესპუბლიკის ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა.  დელეგაციის წევრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები თამარ ბეჟანიშვილი,  ლევან გელოვანი  და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები ხათუნა ბოლქვაძე და სალიხ შაინიძე შეხვდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრები დაინტერესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული იქნა თუ არა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეები, რაზეც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. მხარეებმა ისაუბრეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მექანიზმების თაობაზე, ასევე სასამართლო სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ, სასამართლოში არსებული საქმეთა რაოდენობის, მათი განაწილების წესის, მოსამართლეთა რაოდენობის და მოსამართლედ გამწესების პროცედურებთან დაკავშირებით.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის დარბაზი. სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია კეთილმოწყობილმა სამუშაო გარემომ, მართლმსაჯულების სისტემაში განვითარებულმა სიახლეებმა, საქმისწარმოების ელექტრონულმა პროგრამამ, საქმეთა განაწილების ელექტრონულმა სისტემამ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა სხდომის დარბაზებმა.        

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია