Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2018 წლის სტატისტიკური მონაცემები (იანვარი - დეკემბერი)

16-01-2019
2018 წლის სტატისტიკური მონაცემები (იანვარი - დეკემბერი)

2018 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა - 5384 სამოქალაქო საქმე; ამავე პერიოდში დასრულდა - 5575 საქმე;

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც განხილულ სამოქალაქო საქმეთა რაოდენობა აღემატება შემოსულ საქმეთა რაოდენობას, რაც საქმეთა სიმრავლის და მოსამართლეთა დატვირთულობის გათვალისწინებით საქმეთა ნაკადის მართვის დადებითი მაჩვენებელია. 

2018 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა - 1123 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან 10 საქმე დაბრუნდა წინასწარ გამოძიებაში.

დასრულდა - 1124 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის საპროცესო შეთანხმებით დასრულდა - 631 საქმე; არსებითი განხილვით დასრულდა - 481 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი იქნა - 29 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი იქნა - 12 საქმეზე, ხოლო 12 საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.    

2018 წლის განმავლობაში შემოსული და განხილული იქნა - 1216 შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და 2902 შუამდგომლობა - საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების/კანონიერად ცნობის შესახებ.  

2018 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოვიდა - 548 ადმინისტრაციული სამართლის საქმე; დასრულდა - 280 საქმე; შემოსული და განხილული იქნა 107 შუამდგომლობა - დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ, 31 შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ და 5 შუამდგომლობა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;  

შემოვიდა - 2050 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელთაგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 1205 პირს;

 

ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოში 2018 წლის განმავლობაში შემოვიდა - 855 სამოქალაქო სამართლის საქმე; დამთავრდა - 680 სამოქალაქო სამართლის საქმე;

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია