Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში

13-02-2019
მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში

2019 წლის 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მე-16 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი შეხვდა. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებისათვის  სასამართლოს საქმიანობის და სისტემის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა პროცესუალური საკითხების გარდა მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება, დასვეს კითხვები სასამართლო სხდომის მიმდინარეობის, პროცესში მონაწილე მხარეთა როლების, მათი უფლებების შესახებ, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები, გაეცნენ კანცელარიისა         და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების საქმიანობას და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მუშაობის სპეციფიკას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია