Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

12-03-2019
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

2019 წლის 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულ ბ. ტ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება 2018 წლის 15 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ბ. ტ.-მ პოლიციელ მ.ა.-ს დანის გამოყენებით ზურგის მიდამოში მიაყება შემავალი ჭრილობა. მიღებული დაზიანების გამო მ.ა. შპს „უნიმედი აჭარაქობულეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალა. 

სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბ. ტ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და პოლიციელისათვის სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ, წარსულში ნასამართლობის არმქონე ბ.ტ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური სასჯელი -   20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია