Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

25-03-2019
იმიტირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

2019 წლის 23 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და აჭარის ა/რ პროკურატურის მხარდაჭერით, აბიტურიენტების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

2019 წლის 21 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესის გამართვამდე აბიტურიენტებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე შეხვდა, რომელმაც აბიტურიენტები მოამზადა სასამართლო პროცესისათვის.

იმიტირებულ სასამართლო პროცესს, როგორც მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე, ასევე აჭარის ა/რ პროკურორი ნათია სონღულაშვილი ესწრებოდა. პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს უმასპინძლოს აბიტურიენტებს და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მათი პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია