Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

GRETA-ს ექსპერტების ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

08-11-2019
GRETA-ს ექსპერტების ვიზიტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

 

2019 წლის 06 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფს (GRETA) უმასპინძლა. სტუმრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე შეხვდა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. (GRETA)-ს ექსპერტები დაინტერესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეების სტატისტიკური მონაცემებით, რაზეც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. მხარეებმა ისაუბრეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მექანიზმების თაობაზე, ასევე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე და დაცვის ეფექტიან საშუალებებზე. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია