Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

01-07-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

2013 წლის 26 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ - გიორგი მიქელაძის მიმართ.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა  დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულ გიორგი მიქელაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გიორგი მიქელაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362–ე მუხლის  მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, კერძოდ: საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქელაძემ დაამზადა და სს ”საქართველოს ბანკის” ბათუმის ფილიალს, სამომხმარებლო სესხის მისაღებად წარუდგინა ყალბი სახელფასო ცნობები და ამონაწერები ბრძანებიდან მასზედ, რომ თითქოს მუშაობდა ექსპედიტორის თანამდებობაზე შპს ”ჯორჯიან ნავიგეიშენში” 990 ლარის ოდენონის სახელფასო ანაზღაურებით. აღნიშნული ყალბი ცნობების დაფუძველზე, სს ”საქართველოს ბანკის” ბათუმის ფილიალის მიერ გიორგი მიქელაძის სახელზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 4000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში არ იქნა გადახდილი გიორგი მიქელაძის მიერ და ჯამში დავალიანებამ შეადგინა 50 439,58 ლარი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ  გამოყენებული იძულების საპროცესო ღონისძიება - დაკავება არის კანონსაწინააღმდეგო და იგი უნდა გაუქმებულიყო და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად უნდა გამოყენებულყო გირაო, რადგანაც ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ ბრალდებული გამოძახებისას ცხადდებოდა გამოძიების ორგანოში, ის დაკითხული იყო საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, მონაწილეობა მიიღო კალიგრაფიული ექსპერტიზისთვის ნიმუშის აღებში, დაკავების დღესაც გამოცხადდა გამომძიებელთან, დაიკითხა მოწმის სახით და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე მისი მიმალვის შესაძლებლობის მოტივით. შესაბამისად, პროკურატურას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე შეკრებილი ჰქონდა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული პირის ბრალდებულის სახით დაკავება, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის დაკავების შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით და სასამართლოს კონტროლის ქვეშ და მისი ნებართვით მოეხდინა ბრალდებულების დაკავება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მიცემული ჰქონდა ჩვენება, გამოცხადებული იყო გამოძახებისთანავე არაერთხელ და არ ჰქონია ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლის,თუ დაბარებისას არგამოცხადების ფაქტს, სასამართლო განჩინების გარეშე დასაკითხად თავისი ნებით მისული პირის დაკავება, მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით, ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულ გიორგი მიქელაძის დაკავების საფუძველი.




 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია