Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს.

28-06-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სკოლა-ლიცეუმ "მასტერკლასის" მოსწავლეებს უმასპინძლა.
ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და სასამართლოს მენეჯერს.
სასამართლოს თავმჯდომარე მოსწავლეებს ესაუბრა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გათვალისწინებული კატეგორიის საქმეების ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილვაზე.


მოსწავლეებმა გამოთქვეს მათი მოსაზრებები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, დაათვალიერეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი, ასევე ნაფიც მსაჯულთა სათათბირო და სასადილო ოთახები. მათთვის სასურველ კითხვებზე სასამართლოს თავმჯდომარისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს ასეთი სახის შეხვედრებს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია