Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი

22-01-2024
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2024 წლის 22 იანვარს დასრულდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულ  ს.ს.-ს     მიმართ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტზე მსჯელობისთვის 4 საათი და დამატებით 50 წუთი გამოიყენეს. გამამტყუნებელი ვერდიქტი რვა ხმით ოთხის წინააღმდეგ მიიღეს.

სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში, ეს არის მეორე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია