Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ირაკლი სულაძეს პატიმრობა შეუფარდა

07-08-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ირაკლი სულაძეს პატიმრობა შეუფარდა

2013 წლის 07 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ირაკლი სულაძის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება კოკა კეკელიასათვის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენება, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, და პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ ირაკლი სულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა შემდეგ გარემოებათა გამო: ამ ეტაპზე საქმეში  მოიპოვება, არსებული სტანდარტის მიხედვით ფორმალური (საპროცესო) და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, კერძოდ, ბრალდებულ ირაკლი სულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენებისათვის, ვინაიდან მოპოვებული მასალები (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმები, ამოცნობის ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმი, მოწმეების ჩვენებები და გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა წერილობითი მასალები) საკმარისია დასაბუთებული  ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ ირაკლი სულაძეს.

ბრალდების მხარის  მოთხოვნა ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით დასაშვებად იქნა მიჩნეული, რაც არ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პაქტისსამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ’’ ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მოთხოვნებს, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებათა სტანდარტს, ანუ სახეზეა მიმალვის და ხელის შეშლის საფრთხე საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისა.

 

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე (მიეკუთვნება მძიმე განზრახ დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია  რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა), ქმედების ხასიათი და შინაარსი (მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა). ასევე, სასამართლო გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მოგვიანებით იქნა პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებული.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია