Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2013 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა

20-08-2013
2013 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა

2013 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონული დანაყოფის ყოფილი თანამშრომლების - პაატა გვილიას, მალხაზ  მამფორიასა და ონისე  ხუბულავას მიმართ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით.


 საქმის მასალების მიხედვით, პაატა გვილიას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის  2 ნაწილის"ა" პუნქტით  და მე-3 ნაწილით  და ამავე კოდექსის 333–ე მუხლის  მე-3 ნაწილის"ბ" და  "გ" პუნქტებით, მალხაზ  მამფორიას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის  2 ნაწილის"ა" პუნქტით და ამავე კოდექსის 333–ე მუხლის  მე-3 ნაწილის"ბ" და "გ" პუნქტებით, ხოლო ონისე  ხუბულავას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის  2 ნაწილის"ა" პუნქტით  და მე-3 ნაწილით  და ამავე კოდექსის 333–ე მუხლის  მე-3 ნაწილის"ბ" და  "გ" პუნქტებით
 

 ბრალდებულ პაატა გვილიას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის  მესამე ნაწილის "ბ" და "გ" პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და  ”ბ”ქვეპუნქტებზე და პაატა გვილია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის  2 ნაწილის"ა" პუნქტით, ამავე მუხლის  მე-3 ნაწილით და  საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და  ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და  სასჯელის სახედ და ზომად  საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 4 /ოთხი/ წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახედ 1 /ერთი/ წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
მსჯავრდებული პაატა გვილია დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში. 

ბრალდებულ მალხაზ  მამფორიას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის  მესამე ნაწილის "ბ" და  "გ" პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და ’ბ” ქვეპუნქტებზე და მალხაზ  მამფორია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის  2 ნაწილის "ა" პუნქტით  და  საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და ’ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და  სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით  განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 2 /ორი/ წლის ვადით,დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64 -ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 /სამი/ წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახედ 1 /ერთი/ წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

ბრალდებულ  ონისე  ხუბულავას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის  მესამე ნაწილის "ბ" და  "გ" პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და ’ბ” ქვეპუნქტებზე და ონისე  ხუბულავა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის  2 ნაწილის"ა" პუნქტით, ამავე მუხლის  მე-3 ნაწილით და  საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” და ’ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და  სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 4 /ოთხი/ წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახედ 1 /ერთი/ წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

მსჯავრდებულ ონისე  ხუბულავას  სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების დღიდან - 2013 წლის 16 მაისიდან. 

 აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია