Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძეს და თემურ ბახუნტარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

16-09-2013
 ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძეს და თემურ ბახუნტარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

2013 წლის 16 სექტემბერს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების იუსუფ ლაკაევის, ფირუზ წულუკიძის და თემურ ბახუნტარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები, და პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულების იუსუფ ლაკაევის, ფირუზ წულუკიძის და თემურ ბახუნტარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა შემდეგ გარემოებათა გამო: ამ ეტაპზე საქმეში  მოიპოვება, არსებული სტანდარტის მიხედვით ფორმალური (საპროცესო) და ფაქტობრივი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის, კერძოდ, ბრალდებულების იუსუფ ლაკაევის, ფირუზ წულუკიძის და თემურ ბახუნტარაძის მიმართ პატიმრობის გამოყენებისათვის, ვინაიდან მოპოვებული მასალები (შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ფირუზ წულუკიძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, თემურ ბახუნტარაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, იუსუფ ლაკაევის დაკავების ოქმი, ფირუზ წულუკიძის და თემურ ბახუნტარაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, თემურ ბახუნტარაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, შემთხვვეის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ფოტოტაბულა, იუსუფ ლაკაევის ხელჩანთის დათვალიერების ოქმი, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმები, მოწმეთა ჩვენებები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და გამოძიებისას მოპოვებული სხვა მასალები) საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით  გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს ბრალდებულ იუსუფ ლაკაევს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეთ ბრალდებულებს - ფირუზ წულუკიძეს და თემურ ბახუნტარაძეს.

ბრალდების მხარის  მოთხოვნა ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით დასაშვებად იქნა მიჩნეული, რაც არ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პაქტის ’სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ’’ ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მოთხოვნებს, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებათა სტანდარტს, ანუ სახეზეა მიმალვის და ხელის შეშლის საფრთხე საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისა.

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულების პიროვნება, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, ქმედების ხასიათი და შინაარსი. ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულები შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას და მათი დაკავება განხორციელდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან განსაკუთრებული ზომების მიღებისა და პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია