Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა სტუდენტებთან

25-10-2013
შეხვედრა სტუდენტებთან

2013 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტთა მიღება გაიმართა.

 

სტუდენტები შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლოს თავმჯდომარემ მათ გააცნ სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობა და მართლსმაჯულების განხორციელების წესი. სტუდენტები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით, ასევე სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

შეხვედრისას მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ  მათ დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები. ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობითა და აღჭურვილობით, ასევე თანამშრომელთა კეთილგანწყობით და გამოთქვეს მსგავსი შეხვედრების ხშირად გამართვის სურვილი.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია