Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სოფიო კობალაძის სარჩელი დაკმაყოფილდა

05-11-2013
სოფიო კობალაძის სარჩელი დაკმაყოფილდა

2013 წლის 16 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის სოფიო კობალაძის სარჩელი მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 2013 წლის 7 აგვისტოს №115 ბრძანების ბათილად ცნობის (რომლითაც სოფიო კობალაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან), დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა არასრულყოფილად. სადავო ბრძანებაში არ არის დასაბუთებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებითა და შინაგანაწესით განსაზღვრული რომელი კონკრეტული  სამსახურეობრივი მოვალეობა არ იქნა შესრულებული და/ან არაჯეროვნად იქნა შესრულებული სოფიო კობალაძის მიერ, არ არის დასაბუთებული მობილური ტელეფონის სიმბარათებისაგან გათავისუფლებისა და მისი გამომძიებლისათვის გადაცემის დავალება წარმოადგენდა თუ არა საჯარო მოხელის სამსახურებრივ მოვალეობას, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სათანადო მსჯელობისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმის მითითების შედეგად  მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საჯარო მოხელის სამსახურებრივ მოვალეობას,- არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული სოფიო კობალაძის მიერ  მობილური ტელეფონის აპარატის შეცვლა  რა გარემოებით იყო განპირობებული, აღნიშნული ქმედების ჩადენისას რა მოტივი ამოძრავებდა საჯარო მოხელეს.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანომ სოფიო კობალაძის მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა როგორც სამსასახურებრივი მოვალეობის ბრალეული შუესრულებლობა და უხეშად დარღვევა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, თუმცა აღნიშნული არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული, ადმინისტრაციული ორგანო  კი ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა სოფიო კობალაძის მიერ ჩადენილი ქმედება რამდენად წარმოადგენდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას, არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტულად, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ერთმნიშვნელოვნად დადასტურდებოდა, დისციპლინური დარღვევის არსებობა,- ასეთ პირობებში ემსჯელა იმის თაობაზე ადეკვატური იყო თუ არა მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი დარღვევის სახიათის და სიმძიმის ფარგლებთან  მიმართებაში, ვინაიდან თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

შესაბამისად სასამართლომ  სოფიო კობალაძის სარჩელი დააკმაყოფილა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 2013 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №115 ,,სოფიო კობალაძის  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ’’, დაევალა მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სოფიო კობალაძის  აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო  საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის  თანამდებობაზე  აღდგენის  თაობაზე და დაეკისრა მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  აუნაზღაუროს სოფიო კობალაძეს განაცდური ხელფასი სამსახურიდან  გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის გამოცემამდე არაუმეტეს 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.


 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია