Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ მოჰამმადამინ როინტანს სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

16-12-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ მოჰამმადამინ როინტანს სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

   2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მოჰამმადამინ როოინტანის მიმართ.
მოჰამმადამინ როოინტანი (დასწრების გარეშე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მოჰჰამადამინ როინტანს ბრალად ედებოდა მარიამ კოჩალიძის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით.


  სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.


  საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოჰამმადამინ როოინტანის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მოჰამმადამინ როოინტანის ბრალეულობაში, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოჰამმადამინ როოინტანი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.


 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია