Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ჰამზა ბუიუქდაღის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით შეუფარდა

19-12-2013
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ჰამზა ბუიუქდაღის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით შეუფარდა

  2013 წლის 27 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ჰამზა ბუიუქდაღის მიმართ. ჰამზა აიდინის ძე ბუიუქდაღი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის პირველ ნაწილით  და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და  სასჯელის სახით დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. ასევე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.


  ჰამზა ბუიუქდაღის ბრალად ედებოდა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) -  მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით, იძულებით ადამიანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით.


   სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.  


  საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ჰამზა ბუიუქდაღის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ჰამზა ბუიუქდაღის ბრალეულობაში, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჰამზა ბუიუქდაღი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია