Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2013 წლის 19 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ბეჟან გობაძის სარჩელის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს მიმართ

19-12-2013
2013 წლის 19 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ბეჟან გობაძის სარჩელის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს მიმართ


   2013 წლის 19 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ბეჟან გობაძის სარჩელის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს მიმართ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად ოლღა ჟღენტისა და ვახტანგ ღლონტის არჩევის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს 2013 წლის 05 ნოემბრის №79 №80 დადგენილებების  ბათილად ცნობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღეს საბჭოს დავალდებულების შესახებ ბეჟან გობაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად არჩევის შესახებ ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტების გამოცემაზე.


  სასამართლომ საქმის მასალების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების გარემოებები.


  შესაბამისად სასამართლომ  ბეჟან გობაძის სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებად ოლღა ჟღენტისა და ვახტანგ ღლონტის არჩევის შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს  2013 წლის 05 ნოემბრის №79 და №80 დადგენილება, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღეს საბჭოს დაევალა, ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტების გამოცემა, ბეჟან გობაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად არჩევის შესახებ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია