Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ დემურ დეკანაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

08-01-2014
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ დემურ დეკანაძის  მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

  2014 წლის 08 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულ დემურ დავითის ძე დეკანაძის მიმართ. 

   საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ ბრალდებული დემურ დავითის ძე დეკანაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 დემურ დეკანაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 

      გამართლებულ დემურ დეკანაძეს  განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების  უფლების შესახებ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია