Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი

19-03-2022
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2022 წლის 18 მარტს დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულ  მ.ქ-ს     მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტზე მსჯელობისთვის 4 საათი და დამატებით 30 წუთი გამოიყენეს. გამამართლებელი ვერდიქტი ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ მიიღეს.

ნაფიც მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტის საფუძველზე, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და ბრალდებული მ.ქ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში, ეს არის პირველი ვერდიქტი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია