Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

16-11-2020
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

 

ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.

მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით სასამართლოში ვიზიტები.

მოგმართავთ თხოვნით ისარგებლოთ უფასო დისტანციური ელექტრონული სერვისებით, როგორც დოკუმენტბრუნვისას, ასევე სამართალწარმოების დროს.

საქმის რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებთ http://www.ecourt.ge აღნიშნული პროგრამის მეშვეობით. საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის მისამართია: http://ecd.court.ge 

განცხადებების წარმოდგენა ელექტრონულად სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: pyavelashvili@court.ge ასევე, სასამართლოს მისაღებში კორესპონდენციის წარმოდგენა სპეციალურად განთავსებული ყუთის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია