Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

12-12-2024
ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

2024 წლის 12 დეკემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს . ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის 1 საჯაროს კოლის მე-10კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა თამარ სისვაძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა ბორის ისაკაძემ უმასპინძლეს და სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერებინეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. თამარ სისვაძე მოსწავლეებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ თემებზე ესაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმის განხილვის ღია სასამართლო  სხდომას დასწრებოდნენ. მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.


ბოლნისის რაიონული სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც მხარი დაუჭიროს სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც მათი სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია