ბოლნისის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს ბოლნისის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის - III რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ბოლნისის რაიონული სასამართლო". |