განყოფილების უფროსი - ნანა შამათავა
სასამართლოს მენეჯერის ფუნქციები და მოვალეობები:
- სასამართლოს აპარატის ორგანიზაციული ხელმძღვანელობა;
- სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
- სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მაგისტრატ მოსამართლეთა აპარტებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- შინაგანაწესის დაცვის ზედამხედველობა;
- საკადრო საკითხებზე რეკომენდაციების წარდგენა;
- წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ზედამხედველობა;
- სტატისტიკის შეგროვება და ანალიზი;
- მოქალაქეებთან შეხვედრა;
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საერთო კონტროლი;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;
- შრომის სათანადო პირობების შექმნის ხელშეწყობა.
მოსამართლის თანაშემწე - ეკატერინე ბაბილუა
მოსამართლის თანაშემწე - თამარ თოდუა
მოსამართლის თანაშემწე - ირაკლი შენგელია
მოსამართლის თანაშემწის ფუნქციები და მოვალეობები:
- საქმეების სასამართლო სხდომაზე განსახილველად მომზადება;
- მოქალაქეთა მიღება;
- სასამართლო პროცესის მონაწილეებისათვის სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინება;
- სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში ნივთიერი მტკიცებულებულებათა დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა;
- საპროცესო დოკუმენტების ასლების მომზადება და მათი გადაცემა სამართალწარმოების მონაწილეებისათვის;
- ცვლილებების და დამატებების საკანონმდებლო აქტების საკონტროლო ეგზემპლარებში დროულად შეტანა;
- განსახილველი საქმეების მიხედვით მოსამართლისათვის საჭირო ლიტერატურის მიწოდება;
- სასამართლოში დამოწმებული უწყებების დაბრუნებისათვის თვალყურის დევნება და მოხსენება მოსამართლისათვის ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზების შესახებ;
- სასამართლოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
- მოსამართლისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა;
- სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება;
- კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად მიქცევა.
სხდომის მდივანი - ალიკა ქებურია
სხდომის მდივანი - მარიამ წულაძე
სხდომის მდივნის ფუნქციები და მოვალეობები:
- სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირების გამოცხადების შემოწმება და სასამართლო შემადგენლობისათვის მოხსენება;
- სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემების შეტანა საქმის განხილვის ფორმულარში, თავისი ხელმოწერით დადასტურება და ელექტრონულ პროგრამაში შეყვანა;
- თავმჯდომარის წინადადებით საპროცესო დოკუმენტების საჯაროდ წაკითხვა;
- სასამართლო სხდომის ოქმის წარმოება. მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრა.
- სასამართლოს მოქმედების და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედების, განცხადების, შუამდგომლობის, ჩვენებისა და ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში სწორად შეტანა;
- ახსნა-განმარტებების გაკეთება სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები;
- საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩაკერება: საცნობარო ფურცელის, განჩინების (დადგენილების) და საქმის განხილვისას წარმოებული მიმოწერის მასალების, კანონით დადგენილი წესით შემოწმებული და ხელმოწერილი სასამართლო სხდომის ოქმის, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტის სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანამიმდევრობით, განაჩენის ან გადაწყვეტილების;
- საქმის ფურცლების დანომვრა და საცნობარო ფურცელზე საქმეში არსებულ დოკუმენტების აღწერა საქმის ფურცლების მითითებით.
თარჯიმანი - ჯულიეტა ციკოლია
თარჯიმნის ფუნქციები და მოვალეობები:
-სასამართლოში შემოსული დოკუმენტაციის თარგმნა;
-სასამართლო პროცესის მიმდინარეობის თარგმნა;
-ნათარგმნი დოკუმენტაციის დროული მომზადების უზრუნველყოფა;
-სასამართლო გადაწყვეტილებების თარგმნა.
მანდატური - კობა კემულარია
მანდატური - ლაშა ბუცხრიკიძე
მანდატური- მზექალა ხუსკივაძე
მანდატური - ნიკო ზარანდია
მანდატურის ფუნქციები და მოვალეობები:
-მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
-სასამართლოში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
-წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების შესრულება;
-სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაცვა;
-სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნის შემოწმება, მოსამართლის მითითებით სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანის და დაცვის უზრუნველყოფა;
-სასამართლოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში მისი დაკავება პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა.
სპეციალისტის (სამეურნეო საკითხებში) ფუნქციები და მოვალეობები:
- სასამართლოს სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
- მოთხოვნების შედგენა სასამართლოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური რესურსების თაობაზე;
- მატერიალურ ფასეულობათა მიღების, აღრიცხვის, შენახვისა და მათი მდგომარეობის კონტროლის განხორციელება;
- სასამართლოს მატერიალური რესურსების ხარჯვის კონტროლის განხორციელება.
სპეციალისტი (სამეურნეო საკითხებში) - რამინ მიქაუტაძე
ქსელის ადმინისტრატორი - რობერტი გურალია
ქსელის ადმინისტრატორის ფუნქციები და მოვალეობები:
-სასამართლოს ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
-დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის, შეცდომების ანალიზი, პრობლემების დიაგნოსტიკა;
-გარე მოწყობილობების დაინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველუოფა;
-სასამართლოს ვებ-გვერდის განახლება.
დამხმარე მოსამსახურე (კურიერ-მძღოლი) - აბელი ჩაგუნავა
დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) - ეკა ბაღიშვილი
დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) - ნანა გაბედავა
|