დაიბადა 1975 წლის 8 მარტს მარტვილის რაიონში.
1992 წელს დაამთავრა მარტვილის რაიონის სოფ. მუხურჩის საშუალო სკოლა.
1999 წელს დაამთავრა ი. ვეკუას სახელობის სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2001 წელს დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოში მბეჭდავის თანამდებობაზე.
2002-2003 წწ მუშაობს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2003-2004 წწ მუშაობს მბეჭდავ-ოპერატორის თანამდებობაზე.
2004-2005 წწ ასრულებს წამყვანი სპეციალისტის მოვალეობას.
2005-2006 წწ მუშაობს ოპერატორის თანამდებობაზე.
2006-2008 წწ ასრულებს კანცელარიის გამგის მოვალეობას.
2008-2009 წწ მუშაობს კანცელარიის გამგის თამადებობაზე.
2009 წლის 10 აგვისტოდან ასრულებს სასამართლოს აპარატის კანცელარიის გამგის (მთავარი სპეციალისტი) მოვალეობას.
2012 წლის 20 ნოემბრიდან ასრულებს ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის მოვალეობას.
2013 წლის 4 ნოემბრიდან დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსად.
|