დაიბადა 1985 წლის 28 თებერვალს ქალაქ სოხუმში.
2002 წელს დაამთავრა ქ.ფოთის 21-ე საჯარო სკოლა.
2011 წელს დაამთავრა წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2005 წელს გაიარა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთაფედერაციაში კომპიუტერის საოფისე პროგრამების კურსები.
2012 წლის 18 იანვრიდან - 2012 წლის 02 აპრილამდე სტაჟირება გაიარა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
2012 წლის 02 აპრილიდან - 2012 წლის 10 მაისამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში მანდატურად.
2012 წლის 10 მაისიდან - 2012 წლის 20 ნოემბრამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2012 წლის 20 ნოემბრიდან 2013 წლის 04 ნოემბრამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.
2013 წლის 04 ნოემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნად.
2014 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. |