
მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტილი ადმინისტრაციული დავები 2012 წლის 29 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 04 ფიზიკური პირის: რ.ნ-ს, ნ.გ-ს, მ.გ-ს,ც.კ-ს, სარჩელები თვიმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის გადაწყვეტილებები რ.ნ-სათვის,ნ.გ-სათვის, მ.გ-სათვის, ც.კ-სათვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ და თვიმმართველი ქალაქ ფოთის მერიას დაევალაგასცეს საკუთრების უფლების მოწმობები რ.ნ-ს, ნ.გ-ს, მ.გ-ს, ც.კ-ს სახელზე სადავო საცხოვრებელბინებზე. საქმის მასალებიდან გამომდინარე რ.ნ, ნ.გ, მ.გ, ც.კ, ცხოვრობენ სადავო ბინებში, რომლებიცირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. სადავო ბინები თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდანგადაცემულ იქნა თვითმმრთველი ქალაქ ფოთის მერიის ბალანსზე და ისინი ირიცხება თვითმმრთველიქალაქ ფოთის მერიის ბალანსზე. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თვითმმართველ ქალაქფოთის მერიას და მოითხოვეს საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლების მათთვის გადაცემა,რაზეც რ.ნ-ს, ნ.გ-ს, მ.გ-ს, ც.კ-ს ეთქვათ უარი. სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეებირ.ნ, ნ.გ, მ.გ, ც.კ, წარმოადგენენ სადავო ბინების კანონიერ მოსარგებლეებს, რადგან მოსარჩელებიხელშეკრულებების საფუძველზე ცხოვრობენ და სარგებლობენ სადავო ბინებით და იხდის კომუნალურგადასახადებს. სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ რ.ნ, ნ.გ, მ.გ, ც.კ წარმოადგენენ სადავობინების კანონიერ მოსარგებლეებს, მიიჩნია, რომ თვითმმართველმა ქალაქ ფოთის მერიამ არასწორადუთხრა უარი რ.ნ-ს, ნ.გ-ს, მ.გ-ს, ც.კ-ს, ბინების უსასყიდლოდ გადაცემაზე, რის გამოც ბათილად იქნაცნობილი მოსარჩელებიისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებითუარის თქმის შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და,ამასთან, ვინაიდან თვიმმართველი ორგანო თავად არის ვალდებული გადაწყვიტოს მის ბალანსზეარსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, დაავალა თვითმმართველ ქალაქ ფოთისმერიას სადავო ბინებზე მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა.
|