Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

pres-relizi

ფოთის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა

04-12-2012
ფოთის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა

 

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისმათი პროფესიული განვითარებისპრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებსკონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.

     სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშესტაჟიორისასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ,ცალკეულ დავალებებსრომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაშისტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.


  
  სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირიასევეიურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.


   
 სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზედაშემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
საქართველოს კონსტიტუცია;
) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესოკოდექსები; 
საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 ადაწყვეტილებითდამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთოსასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.
       "", "და "ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატსმოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.


   
დაინტერესებულმა პირებმარომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციოოთხოვნებს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშო (მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. №3) უნდა წარმოადგინონ:


განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
) ავტობიოგრაფია ან CV; 
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; 
ორი რეკომენდაციაგაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4);


   
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოსსამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

    

       საბუთების წარდგენის ვადა 2012 წლის 4 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, 09:30საათიდან 20:0საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

     კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმითსაბუთების მიღების ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 

     დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში მისამართზე: ქ. ფოთი, . აღმაშენებლის ქ. №3, ტელ:  0 (493)22–08–30

  

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია