Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

pres-relizi

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვს

15-08-2012
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.       სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვს

 


2012 წლის 15 აგვისტოს, ფოთის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ დ. ჭ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენაში (საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2012 წლის 29 მარტს გამოძიებით დაუდგენელი პირი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხობის რაიონის სოფ. შავღელეში მდებარე დ.გ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ფარულად დაეუფლა 1000 ლარის ღირებულების 32 კვ.მ. მავთულბადეს და 128 გრძივ მეტრ კუთხოვანას ზომით 170X70 სმ. აღნიშნული დანშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები შეიძინა შავი და ფერადი ლითონების ჯართის მიმღები პუნქტის - შპს ,,ჯ-ის” ექსპედიტორმა დ.ჭ-მ, ისე, რომ ჯართის ჩამბარებლებს არ მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არ გაატარა შავი და ფერადი ლითონების ნარჩენები სპეციალურის აღრიცხვის ჟურნალში, არ შეავსო ჯართის შესყიდვის და ანაზღაურების შესახებ ქვითარი. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა დ. ჭ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან მართლაც შეიძინა აღნიშნული ნივთები, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ისინი დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული და მოითხოვა გამართლება. სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულ დ.ჭ-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების წინასწარი შეცნობით შეძენას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე კი, ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.


 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია