Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

sajaro infomacia

წევრები

09-12-2019

ფოთის საქალაქო სასამართლო შედგება 2 მოსამართლისაგან.


მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.


მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.


რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ გამწესდა, მას სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის       3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით. 


რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.


რთ კი თლლე ლე სტ ნქციი. მრთლე ხორცლე რთბიქაელ ნსიი 84- ხმ, „მ თა ობ ლი ორჩი მხ ტიტია და ნს. მე ზე ე, ან ჩავა ობყვე ღებაზ გა აკ და .“

 

 

·     ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე -  დავით გელაშვილი.

·
 მოსამართლე - დავით კეკენაძე

·


 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია