Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფოთის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

24-01-2014
ფოთის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

2014 წლის 24 იანვარს , ფოთის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის  შედეგად  დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ პ. ნ-ის  მიმართ, რომელსაც  ბრალი ედებოდა სამსახურებრივ სიყალბეში, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენაში ჩადენილი პირადი მოტივით (საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლი).

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად პ.ს- ბრალი ედებოდა შემდეგში:  2012 წლის 03 მაისს, შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარატამენტის, რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის, პ. ნ.-ს  სიტყვიერი განკარგულებით, ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, რ.მ.-ს  პატაკის საფუძველზე, შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზის ტერიტორიაზე არსებული კოშკურის დემონტაჟისა და მონტაჟისათვის, მოთხოვნილ იქნა 100 ცალი (50 კილოგრამიანი) ცემენტი, რაც გაიცა და შედგა შესაბამისი ზედდებული, მაგრამ მოთხოვნილი ცემენტი უშუალოდ მიმდინარე სამუშაოებისათვის არ გამოყენებულა და გადაყრილ იქნა ფოთის ნაგავსაყრელზე, გამოუსადეგრობის მოტივით. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2012 წლის 18 მაისს, პ. ნ.-მ  საჯარო სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ, მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი მოტივით, გასცა ზეპირი განკარგულება, რის საფუძველზეც შედგენილ იქნა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მ.კ.-ს მიერ, ხოლო ყალბი აქტის სისწორე ხელმოწერით დაადასატურა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ინფრასტრუქტურის მომსახურების განყოფილების უფროსმა რ.რ-მ

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა პ.ნ-მ  წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულ პ.ნ-ს მიერ სამსახურეობრივი სიყალბის ჩადენას, ანუ მის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენას, პირადი მოტივით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია